კინოლოგიური სპორტი

 

. გაწვრთნილი ძაღლების შეჯიბრება (ზაფხულისა და ზამთრის მრავალჭიდი, აჯილიტი, ფრისტაილი) მფლობელთა თანხლებით. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2000 წელს, როცა შეიქმნა კინოლოგიური სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IFCS) _  სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სპორტული კინოლოგიური ორგანიზაციების კავშირი. ფედერაცია მართავს ტურნირებს კინოლოგიური სპორტის სხვადახვა სახეობაში. 2002 წელს მოეწყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი აჯილიტიში  (ინგლისური სიტყვიდან agility _ სისწრაფე, მოქნილობა, მოხერხებულობა). ეს სახეობა, რომელიც ინგლისში იშვა XX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს, განსაკუთრებით პოპულარულია _ ძაღლმა წინააღმდეგობების ზოლი უნდა გადალახოს პატრონის თანხლებით, რომელიც მას მხოლოდ და მხოლოდ  სიტყვითა და ჟესტებით ხელმძღვანელობს. საერთაშორისო ფედერაციის მიზანია სპორტული კინოლოგიის გადაქცევა ოლიმპიურ სახეობად. საქართველოში სპორტული კინოლოგიის ისტორია იწყება 1927 წლიდან, როდესაც დოსააფი დაფუძნდა. მაშინ მისი მიზანი იყო წვევამდელის მომზადება ჯარისთვის ძაღლთან ერთად. იმ პერიოდიდან თბილისში მოქმედებს კინოლოგიური კლუბი. საქართველოს ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. შეჯიბრებები ტარდებოდა სამჭიდში: 1. 100 მ სირბილი ძაღლთან ერთად; 2. 300 მ წინაღობების გადალახვა; 3. სროლა და დამნაშავის დაკავება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში შემუშავდა სპორტულ-სამომსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის ორიგინალური დებულება, 2001 წელს შეიქმნა საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ- სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი (თავმჯდომარე _ მიხეილ მოდებაძე), რომელიც ატარებს საქართველოს ჩემპიონატს (ყოველი წლის გაზაფხულზე) და საქართველოს თასის გათამაშებას (ყოველი წლის შემოდგომაზე). შეჯიბრება სამოსამსახურეო-კინოლოგიურ მრავალჭიდში ორ ტურად იმართება (შესარჩევი და ფინალური). შეიძლება ნებისმიერი ჯიშის ძაღლის გამოყვანა. შესარჩევ ტურში ბარდება გამოცდები წვრთნის საერთო კურსში (აუცილებელი პროგრამა), რაც გულისხმობს ძირითადი ბრძანებების შესრულებას (სიარული “გვერდით”, “დაჯექი”, “მოდი ჩემთან” და ა.შ., წინააღმდეგობების გადალახვა); დამნაშავის დაკავებაში და საკუთარი ნივთის მოძებნაში. ფინალში გადის 10 საუკეთესო მონაწილე. ფინალური შეჯიბრება იმართება შემდეგი პროგრამით: ბრძანებების შესრულების კურსი; აჯილიტი; სიმაღლეზე ხტომა; საკუთარი ნივთის მოძებნა; პატრონის დაცვა და ორი თავდამსხმელის დაკავება. 2004 წელს საქართველო კინოლოგიური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ნამდვილი წევრი გახდა.

 

 

საქართველოს კინოლოგიური კავშირი-(ი)ს ფოტო.        

 

   საერთაშორისო სპორტულ-სამოსამსახურეო  კინოლოგიურ      მრავალჭიდში შეჯიბრების

                                           პროგრამა

 

                   worldkennel.org/regulations.html

                                                                   

 1. ჩემპიონატი იმართება ყოველწლიურად გაზაფხულზე.

2. საქართველოს თასი იმართება ყოველწლიურად შემოდგომაზე.

3. შეჯიბრება იმართება ორ ტურად: შესარჩევი და ფინალი.

4. შეჯიბრებაზე დაიშვება ნებისმიერი ჯიშის ძაღლი 

5. შეჯიბრებები იმართება საქართველოში სამოსამსახურეო კინოლოგიის აგიტაციისა და პროპაგანდის მიზნით.

6. მსაჯთა ბრიგადა ინიშნება სპორტის მსაჯებიდან, მათი კვალიფიკაციის მიხედვით.

7. ძაღლებს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას შეჯიბრებაში, აუცილებლად უნდა გაუკეთდეს აცრები, შეჯიბრის დაწყებამდე 30 დღით ადრე.

8. ამძუებული ძაღლწები შეჯიბრზე არ დაიშვებიან.

 

შესარჩევი ტური

პირველი დღე:

1.წვრთნის საერთო კურსი გამოცდის წესების თანახმად:

35 ქულა _ ჩათვლა. 

40 ქულა  _ III ხარისხი

100 ქულა _ II ხარისხი 

130 ქულა _ I ხარისხი

მეორე დღე:

1.    დამნაშავის დაკავება გამოცდის წესების თანახმად:

35 ქულა _ ჩათვლა 

80 ქულა _ III ხარისხი

105 ქულა _ II ხარისხი

125 ქულა _ I ხარისხი

ფინალში გადის 10 საუკეთესო მონაწილე დაგროვებული ქულების მიხედვით. აქამდე დაგროვებული ქულები უტოლდება ნულს. 

ფინალში შეჯიბრი  იწყება ახლიდან პროგრამით:

I .ბრძანებების შესრულების კურსი. უმაღლესი ქულა _ 100.

მონაწილე ძაღლთან გამოდის  სტარტის ხაზზე, ტოვებს ძაღლს, იქვე ტოვებს ძაღლის სატარებელს, თვითონ კი გარბის აღნიშნულ ადგილზე, რომელიც განსაზღვრულია მსაჯთა კოლეგიის მიერ. ბრძანებები  გაიცემა აუცილებელი თანმიმდევრობით: წოლითი მდგომარეობიდან: დაჯექი, ადექი, დაწექი, ადექი დაჯექი, დაწექი

ბრძანება “ჩემთან.” ძაღლი მირბის პატრონთან და ჯდება მის გვერდით. შემდეგ გაიცემა ბრძანება “ადგილზე”. ძაღლი გარბის აღნიშნულ ადგილზე, სადაც დატოვებულია მისი სატარებელი. (ნებადართულია ბრძანების განმეორება სამჯერ)

შემდეგ გაიცემა ბრძანება “ჩემთან”. როდესაც ძაღლი გაირბენს მანძილის  ნახევარს (ადგილი აღნიშნულია), მონაწილე აჩერებს მას ნებისმიერ მდგომარეობაში ( სდექ, დაჯექი ან დაწექი). 

ბრძანება “დაწექი”.  შემდეგ “იხოხე” 10 მეტრი მსაჯის მითითებით. შემდეგ “დაჯექი”, “ჩემთან”. ძაღლი კდება ინსტრუქტორის წინ ან გვერდზე, საბოლოო პოზიცია “გვერდზე”.

შემდეგ მონაწილე აგდებს აპორტირებელ საგანს, 10 წამის შემდეგ ძაღლს უშვებენ “აპორტის” მოსატანად. ძაღლს მოაქვს “აპორტი” მონაწილესთან და დებს მის წინ ან მონაწილე თვითონ ართმევს მას “აპორტს”. 

ამით მთავრდება პირველი გამოსვლა. 

  

ჯარიმები

_ მანძილზე მუშაობის დროს არ ასრულებს ერთ-ერთ ბრძანებას მესამე ცდის შემდეგ_ 10ქულA (Gგანმორებითი ბრძანება არ ჯარიმდება).

 _ არ ასრულებს ორ ან მეტ ბრძანებას _ 20 ქულა,

 _ არ ასრულებს ბრძნებას “იხოხე”_ 20 ქულა, 

_ ძაღლი არ გაჩერდება ბრძანების შემდეგ (სტადიონის ცენტრში) _ 20 ქულა,

_ არ ასრულებს ბრძანებას “ადგილზე” _ 20 ქულა,

_ არ მოაქვს “აპორტი” _20 ქულა,

_ ბრძანების დროს (“ჩემთან, “ადგილზე”, “აპორტი”) _ ძაღლი არ მირბის, ასრულებს ბრძანებას ზანტათ ან მიდის ნაბიჯით – 10 ქულა.

შენიშვნა: ყოველი ბრძანების განმეორება შეიძლება სამჯერ.

 

II. აჯილიტი.მაქისმალური ქულა 100 + ქულები დროზე.

მონაწილე ვალდებულია გაატაროს ძაღლი წინააღმდეგობებზე ( დრო ითვლება ), რაც შეიძლება მინიმალური საჯარიმო ქულებით. თუ ძაღლმა ვერ გადალახა ერთ-ერთი წინააღმდეგობა მაინც – “აჯილიტი” არ ეთვლება. მონაწილეს შეუცლია ირბინოს ძაღლთან ერთად, გასცეს ნებისმიერი ბრძანებები შუზღუდავი რაოდენობით, მაგრამ არა აქვს უფლება გადალახოს წინააღმდეგობები  ძაღლთან ერთად. 

ჯარიმები

 _ ბარიერებზე, კედელზე და ვიადუკზე ნიშნულის ჩამოგდება _ 10 ქულა,

  სიგრძეში ხტომის დროს ნიშნულების გადაგდება _ 20 ქულა,

 კონტაქტის ზონასთან არ შეხება (წითელი ხაზი) _ 5 ქულა,

 მაგიდაზე გაჩერების გაგრძელების უნარის არ ქონა _ 20 ქულა,

  მექანიკური ზემოქმედება _ 20 ქულა, _ სლალომზე ყოველ გამოტოვებულ მონაკვეთისათვის _ 5 ქულა,

 უკანა თათებით წყალთან შეხება _ 5 ქულა.

 წინა თათებით წყალთან შეხება _ 20 ქულა,

 ხელმორედ ცდა _ 50 ქულა,

  თუ ძაღლმა “ აჯილიტის” გადალახვას მოანდომა 90 წამზე მეტი _ გადალახვა არ ითვლება.

 

ქულათა ცხრილი დროიდან გამომდინარე:

40წ._ 50ქ.  50წ. _ 40ქ.  60წ_ 30ქ.  70წ._ 20ქ.   80წ._ 10ქ.  90წ- 0ქ.

41 _ 49    51_ 39      61 _ 29     71 – 19     81 _ 9    91_ იხს. 

42 _ 48    52_ 38      62 _ 28    72 _ 18     82 _ 8

43 – 47    53 _ 37     63 _ 27     73 _ 17    83 _  

44 _ 46    54 _ 36     64 _ 26    74 _ 16    84 _ 6 

45 _ 45    55 _ 35     65 _ 25     75 _ 15    85 _ 5

46 _ 44    56 _ 34     66 _ 24     76 _ 14   86 _ 4

47 _ 43    57 _33      67 _ 23     77 _ 13    87 - 3

48 _ 42    58 _ 32   68 _ 22    78 _12      88 _ 2

49 _ 41    59 _ 31   69 _ 21    79 – 11      89 _ 1

 

III. სიმაღლეზე ხტომა. მაქსიმალური ქულა _ 100

სიმაღლე  1,2 მ _ 40 ქულა

სიმაღლე  1,5 მ _ 50 ქულა

სიმაღლე  1,8 მ _ 30 ქულა

სიმაღლე  2,0 მ _ 100 ქულა

გამეორებითი ცდები გამორიცხულია. აკრძალულია მექანიკური ზემოქმედება. თუ მაინც მოხდა მექანიკური ზემოქმედება _ ნახტომი არ ჩაეთვლება.

 

4. საკუთარი ნივთის მოძებნა. მაქსიმალური ქულა _ 100. L 

მონაწილე ძაღლთან ერთად იმყოფება სტარტზე, ტოვებს ძაღლს ხაზზე და მიდის მსაჯთან, იღებს საგანს, უჭირავს ხელში ერთი წუთის მანზილზე, შემდეგ  დამხმარე დებს ამ საგანს კვადრატში, სადაც მოთავსებულია ბევრი ერთნაირი საგანი. ერთი წუთის შემდეგ იწყება ძებნა. დაშვებულია ბრძანებები (სანამ ძაღლი შევა კვადრატში) ეძებე, დაყნოსე, ჩემთან, აპორტი. ნებადართულია სამი ცდა.

ჯარიმები

 _ ყოველ ხელმეორე ცდაზე – 25 ქულა,

 _ ძაღლმა მოძებნა თავისი საგანი  მაგრამ არ გამოიტანა კვადრატიდან _ არ ჩაეთვლება,

 _ ძაღლმა მოძებნა თავისი საგანი,  გამოიტანა კვადრატიდან,  მაგრამ მონაწილესთან არ მოიტანა _ 25 ქულა.

შენიშვნა:  საგნის არჩევაზე განკუთვნილია 1 წუთი. შეიძლება ნებისმიერი ბრძანების გაცემა ძაღლის კვადრტში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ.

პატრონის დაცვა, ორი თავდამსხმელის დაკავვება.

მაქსიმალური _ 100

მონაწილე სტარტზე აჯენს ძაღლს. მსაჯის სიგნალის შემდეგ სტარტის მიმართულებით გარკვეულ მანძილზე ერთმანეთისგგან მოძრაობენ “დამნაშავეები” #1 და #2. 6 _ 7 ნაბიჯის შემდეგ “დამნაშავები” ჩერდებიან და ისვრიან თითოჯერ მონაწილისა და ძაღლის მიმართულებით. მონაწილე უშვებს ძაღლს  ერთ _ ერთი მათგანის დასაკავებლად  (ნებისმიერის). ძაღლი  ახორციელებსდაკავებას, ხოლო “დამნაშავე” ისვრის ორჯერ ჰაერში. ძაღლი არ უნდა შეშინდეს. “დამრღვევი” წვება მიწაზე სახით ქვევით და არ ინძრევა. ამ დროს “დამრრვევი” #2 (რომელიც ამ ხნის განმავლობაში იდგა გაუნძრევლად) ისვრის ორჯერ და გარბის პატრონის მიმართულებით. ძაღლი უნდა გადაერთოს მეორე “დამრღვევზე” და აარიდოს თავდასხმა პატრონზე. როდესაც ძაღლი სწვდება მეორე “დამრღვევს”, ის უნდა დაწვეს და შწწყვიტოს წინააღმდეგობის გაწევა. მხოლოდ ამის შემდეგ მონაწილეს აქვს უფლება მოაცილოს ძაღლი ბრძანებით ან მექანიკური მოქმედებით  “დამრღვევს”. შემდეგ მონაწილე  და “დამრღვევები”დგებიან თავიანთ ადგილზე (ცარცით შემოხაზულია)და მონაწილე ახორციელებს ჩხრეკვას.

მონაწილის მოქმედება: 

დააწვინოს პირველი დამრღვევი, დატოვოს მის სადარაჯოდ ძაღლი, ხოლო მეორე წაიყვანოს მსაჯთან, ჩააბაროს ჩამორთმეული იარაღი, შემდეგ მონაწილე იმალება სარდაფში 10 წამით. შემდეგ მსაჯი მსაჯის განკარგულებით “დამრღვევი’ ნელ_ნელა  დგება და გარბის. ძაღლმა მაშინვე უნდა შეაწყვეტინოსY მას მოძრაობა. თუ ძაღლიარ აქცევს ყურადღებას “დამრღვევს”, რომელიც მას სცილდება, ან საერთოდ გავიდა გვერდზე, სადაც დამალულია მონაწილე, მონაწილე ეხმარება ძაღლს ბრძანებით დააკავოს დამრღვევი, თვითონ მისდევს ძაღლს, დაკავების შემდეგგამოჰყავს ძაღლი ნებისმიერი მეთოდით და მსაჯის თანხმობით ტოვებს მოედანს.

 

ჯარიმები 

  1. _ ჩაჭიდების არ ქონა დამრღვევისადმი შიში _ იხსნება შეჯიბრებიდან.
  2. _ შიში გასროლისადმი _ 50 ქულა,
  3. _ 2 დამრღვევიდან ძაღლის მოცილება მექანიკური ზემოქმედებით _ 5 ქულა,
  4. _ სუსტი დაკავება, ზანტი მუშაობა (ფლეგმატური) _ 20 ქულა,
  5. _ ჩაჭიდების დროებითი შეწყვეტა (გასროლის დროსაც) _ 10ქულა,
  6. _ ძაღლი საერთოდ არ გადაერთო მეორე “დამრღვევზე”, არ დაიცვა პატრონი 10 წამის განმავლობაში _ 25 ქულა,
  7. _ “დამრღვევსა” და პატრონს შორის მიმდინარეობს შეტაკება, ხოლო ძაღლმა 10 წამის განმავლობაში მოახერხა პატრონის დაცვა _ 5 ქულა,
  8. _ ძაღლი ხელს უშლის ჩხრეკვის ჩატარებას, ეცემა “დამრღვევს” _ 5 ქულა ყოველ ცდაზე (დაშვებულია სამი ცდა),
  9. _ ძაღლი არ ძლევს ჩხრეკვის ჩატარების საშუალებას _ 25 ქულა,
  10. _ ძაღლი ვერ იმორჩილებს თავს (ეცემა მწოლიარე “დამრღვევს” და ჯიჯგნის მას _ 5 ქულა  ყოველ ცდაზე. დაშვებულია 3 ცდა),
  11. _ ძაღლი ტოვებს დაწოლილ “დამრღვევს” და გარბის პატრონისკენ: თუ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას დამრღვევს, რომელიც დგება _ 25 ქულა,
  12. _ თუ მაინც ბრუნდება და ეწევა დამრღვევს _ 15 ქულა.
  13. _ თუ ძაღლი დარაჯობს დამრღვევს, მაგრამ მისცა საშუალება ამდგარიყო ფეხზე (ძაღლის უყურადღებობა) _ 15 ქულა.

 

შენიშვნა: ბოლო ეტაპზე მონაწილეს შეუძლია მოაცილის ძაღლი დმრღვევს მექანიკური მოქმედებით ( არ ჯარიმდება) და აღარ აუშვას საფარებლიდან.

 

გამარჯვებულების ტიტულები

1. საქართველოს ჩემპიონატის:

1. ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ _ სამოსამსახურეო კონპლოგიური მრავალჭიდის აბსოლუტური  ჩემპიონი.

2. ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავლჭიდის ვერცხლის პრიზიორი.

3. ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ_ სამოსამსახურეო  კინოლოგიური მრავალჭიდის ბრინჯაოს პრიზიორი 

4.ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის პრიზიორი _ 4. 

 

2.საქართველოს თასის:

1.         ადგილი _  სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თასის მფლობელი. 

2.         ადგილი _ სპორტულ_ სამომსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს  თსის ვერცხლის პრიზიორი.

3.         ადგილი _ სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თასის  ბრინჯაოს პრიზიორი.

4.         ადგილი _ სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თასის პრიზიორი _ 4.

 

 


ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский