დებულება ინსტრუქტორების შესახებ

 დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს კინოლოგიური კავშირი-(ი)ს ფოტო.  
სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიურ მრავალჭიდში      

 

       

                                 ინსტრუქტორ-გამწვრთნელებისა და მწვრთნელების შესახებ

 1. საერთო დებულება

1.1 ინსტრუქტორ-გამწვრთნელი და მწვრთნელი შეიძლება გახდეს საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია სათანადო მომზადება და აქტიურად მონაწილეობს კინოლოგიური კავშირის სამოსამსახურეო ძაღლების წვრთნაში, აგრეთვე მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებებში.

II. ინსტრუქტორ-გამწვრთნელებისა და მწვრთნელების კლასიფიკაცია

2.1 ინსტრუქტორებისა და მწვრთნელებისათვის დადგენილია შემდეგი კატეგორიები:
• III კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი;
• II კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი;
• I კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი;
• რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი სპორტულ-სამოსამსახურეო მრავალჭიდში;
• რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი კომპლექსურ მრავალჭიდში;
• საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (საქ. საპატიო კინოლოგი).

III. კატეგორიების მინიჭების თანმიმდევრობა

3.1 ინსტრუქტორებისა და მწვრთნელებისათვის კატეგორიის მინიჭების უფლება ეძლევა:
• III კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი_ყველა კინოლოგიურ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სპორტული განყოფილება.
• II კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი_რესპუბლიკური მასშტაბით კინოლოგიურ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სპორტული განყოფილება.
• I კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი _ რესპუბლიკური მასშტაბით კინოლოგიურ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სპორტული განყოფილება.
• რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი სპორტულ-სამოსამსახურეო მრავალჭიდში _ რესპუბლიკური მასშტაბით კინოლოგიურ ორგანიზაციებს, საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ_სამოსამსახურეო კონოლოგიურ კავშირთან შეთანხმებით.
• რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი კომპლექსურ შეჯიბრებებში _ რესპუბლიკური მასშტაბის კინოლოგიურ ორგანიზაციებს, საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ_სამოსამსახურეო კინოლოგიურ კავშირთან შეთანხმებით.
• საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, (დამსახურებული კინოლოგი) _ კავშირის სპეციალისტ_კინოლოგთა საერთო დადგენილებით საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირის გამგეობასთან შეთანხმებით.
შენიშვნა: კინოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სპორტული
განყოფილება ითვლება სპორტულად, თუ მას გააჩნია:
• თეორიაში ჩასატარებელი კურსების სასწავლო კლასი.
• სპორტულ_საწვრთნელი მოედანი ზომით მინიმუმ 30X40.

 


IV. ინსტრუქტორებისა და მწვრთნელებისათვის კატეგორიების მინიჭების პირობები
კატეგორიები ენიჭებათ:

4.1. III კლასის ინსტრუქტორ-გამწვრთნელი_პირებს, რომლებმაც გაიარეს ინსტრუქტორის კურსები, მიიღეს ჩათვლები პრაქტიკაში და თეორიაში., და
• მოამზადონ ხუთი ძაღლი მრავალჭიდში, არანაკლებ III ხარისხისა.
• მოამზადონ ორი ძაღლი რომლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ქალაქის მასშტაბით შეჯიბრებაში და მათგან ერთი მაინც არ უნდა იყოს მოხსნილი.
• თუ ინსტრუქტორი გამოდის ძაღლთან ერთად, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად უნდა მოხვდეს შეჯიბრების ფინალში.
• შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან აუცილებელია ერთი პუნქტის შესრულება
.
4.2. II კლასის ინსტრუქტორ_გამწვრთნელი - III კლასის ინსტრუქტორებს
პირობები:
• მოამზადონ 15 ძაღლი, რომლებმაც მრავალჭიდის პროგრამით ჩააბარეს გამოცდა არა ნაკლებ III ხარისხისა.
• მოამზადონ 8 ძაღლი ისე, რომ ყველა მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ქალაქის მასშტაბით შეჯიბრებებში და მათგან სამმა მაინც უნდა გაიაროს შეჯიბრების ყველა სახეობა ისე, რომ არ იქნენ მოხსნილი შეჯიბრებიდან.
• მოამზადონ ორი ძაღლი ისე, რომ ისინი გავიდნენ შეჯიბრების ფინალში.
• მოამზადონ ერთი ძაღლი ისე, რომ ამ ძაღლთან ერთად მონაწილე გახდეს პრიზიორი მრავალჭიდში.
შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან აუცილებელია მინიმუმ ერთი პუნქტის შესრულება.
ინსტრუქტორები, რომლებიც მუშაობენ მხოლოდ ერთ ძაღლთან, მათ უნდა მიიღონ შეჯიბრებაში მონაწილეობა მინიმუმ სამჯერ და ყოველთვის უნდა მოხვდნენ შეჯიბრების ფინალში.
4.3 I კლასის ინსტრუქტორ_გამწვრთნელი - II კლასის ინტრუქტორებს
პირობები:
• მოამზადონ 25 ძაღლი, რომლებიც გაივლიან გამოცდას მრავალჭიდში არა ნაკლებ II ხარისხისა.
• მოამზადონ 10 ძაღლი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა შეჯიბრებაში, საიდანაც მინიმუმ 8 ძაღლი არ უნდა მოიხსნას შეჯიბრებიდან და 3 მაინც უნდა გავიდეს ფინალში.
• მოამზადონ 5 ძაღლი, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა შეჯიბრებებში ქალაქის მასშტაბით, საიდანაც მინიმუმ 4 ძაღლი არ უნდა მოიხსნას შეჯიბრებიდან და 2 ძაღლი მაინც უნდა გავიდეს ფინალში.
• მოამზადონ 3 ძაღლი, საიდანაც სამივე მოხვდეს ფინალში და 2 მაინც გახდეს პრიზიორი.
შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან აუცილებელია მინიმუმ ერთი პუნქტის შესრულება.
შენიშვნა: ინსტრუქტორ_გამწვრთნელის კატეგორიის მინიჭებისათვის კომისიაში
აუცილებლად უნდა იყოს რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი
სპორტულ_სამოსამსახურეო მრავალჭიდში ან ინსტრუქტორი არა ნაკლებ I კლასისა.
4.4 რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი სპორტულ_სამოსამსახურეო მრავალჭიდის -
- I კლასის ინსტრუქტორებს
პირობები:
• მოამზადონ მინიმუმ 50 ძაღლი სპორტული შეჯიბრებისათვის არა ნაკლებ III ხარისხისა, რომლებსაც აქვთ ინსტრუქტორების მომზადების პრაქტიკა.
• მოამზადონ მინიმუმ 30 ძაღლი სპორტული შეჯიბრებისათვის (შეჯიბრების რაოდენობა განუსაზღვრელია), საიდანაც 25 ძაღლი არ უნდა იყოს მოხსნილი შეჯიბრებიდან და 15 მათგანი მაინც გავიდეს ფინალში.

 

• მოამზადონ 5 ძაღლი, რომლებსაც შეჯიბრებებში მიღებული აქვთ მონაწილეობა ხუთჯერ მაინც, საიდანაც მინიმუმ 3 ძაღლი გახდა აბსოლიტური ჩემპიონი (სხვადასხვა დროს).
• მოამზადონ ერთი ძაღლი, რომელიც ხუთჯერ მაინც გახდა აბსოლიტური ჩემპიონი სპორტულ_სამოსამსახურეო მრავალჭიდში და სამჯერ პრიზიორი.
შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან აუცილებელია მინიმუმ ერთი პუნქტის
შესრულება.
4.5 რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი კომპლექსურ შეჯიბრებებში - რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელებს სპორტულ_სამოსამსახურეო მრავალჭიდში
პირობები:
იმის შემდეგ, რაც მათ მიენიჭათ რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელის
წოდება:
• მოამზადოს 10 ძაღლი პროგრამით _ სათანადო გარემო სხვისი ნივთის ამორჩევაში;
• მოამზადოს 5 ძაღლი პროგრამით – ადამიანის შერჩევაში;
• მოამზადოს 3 ძაღლი კვალზე მუშაობის პროგრამით (მანძილი 1.5 კმ, კვალის დატოვებიდან 30წთ-ში).
შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვილი პუქტებიდან აუცილებელია მინიმუმ ერთი პუნქტის
შესრულება.
4.6 საქართველის დამსახურებული მწვრთნელი (დამსახურებული კინოლოგი) _
რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელებს
პირობები:
იმის შემდეგ, რაც მას მიენიჭა რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელის წოდება, უნდა:
მოამზადოს მინიმუმ პირველი კლასის 10 ინსტრუქტორი, რესპუბლიკური კატეგორიის 2 მწვრთნელი, 1 მწვრთნელი კომპლექსურ შეჯიბრებებში
შენიშვნა: ინსტრუქტორ_გამწვრთნელის კატეგორიის მინიჭებისათვის კომისიაში აუცილებლად
უნდა იყოს რესპუბლიკური კატეგორიის მწვრთნელი სპორტულ_სამოსამსახურეო მრავალჭიდში ან ინსტრუქტორი არა ნაკლებ I კლასისა.

 

                                                       პროგრამა და საათების გაანგარიშება
                                       სპორტულ_სამოსამსახურეო III კლასის ინსტრუქტორების
                               მომზადებისათვისთემების დასახელება საათების რაოდენობა  თეორია


1. კინოლოგიის სამოსამსახურეო მიმართულება         2
2. ძაღლების კონსტიტუცია                                               2
3. ძაღლების ჯიშები                                                           4
4. გაწვრთნის ფიზიოლოგიური საფუძველი               4
5. გაწვრთნის მეთოდიკა და ტექნიკა                            14
წვრთის სახეობები
6. კინოლოგიური სპორტი                                              2
7. კვალიფიკაციის მინიჭების და ამაღლების თანრიგი   2
8. ჩათვლების მიღება                                                        2

                                                                    სულ 32 საათი

 


ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский