კავშირის ისტორია

   

                                   

 

                                                                      

 საქართველოს კინოლოგიური კავშირი-(ი)ს ფოტო.საქართველოს კინოლოგიური კავშირი-(ი)ს ფოტო.

ёსაქართველოს კინოლოგიური კავშირი-(ი)ს ფოტო.

 

 

 საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიური კავშირი

 

საქართველოში პირველი კინოლოგიური კლუბი დაარსდა 1927 წელს ქ.თბილისში.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე კლუბი ამზადებდა სპეციალისტ-კინოლოგებს, ანვითარებდა კინოლოგიას სპორტის მიმართულებით, და აქტიურად იყო და კავებული სანაშენე საქმით.
ყოველწლიურად კლუბი ატარებდა სპორტულ შეჯიბრებებს, მართავდა გამოფენებს, ასევე საქართველოს სპორტული ნაკრები მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე.
კლუბში მრავალი ცნობილი სპეციალისტ-კინოლოგი მოღვაწეობდა,რომლებმაც კინოლოგიის ისტორიაში თავისი კვალი დათოვეს: ეთერ ნუცუბიძე, მარკ გოროვოი, ლარისა გრიგორიევა, გიორგი დევიცინი, ნუკრი ფილაური.
დღესდღეობით კლუბი ითვლის მრავალ ცნობილ სპეციალისტ-კინოლოგს: ირაკლი ოყროშიძე, თემურ ბროიანი, ვლადიმირ ახვერდოვი, იგორ არუტიუნოვი, დავით დარჩაშვილი, თეოდორ ნიკოლაიშვილი, გიორგი დარჩაშვილი, აკაკი ჭავჭანიძე, ემილია პოდგოეცკაია, არნოლდ პოდგოეცკი, ტარიელ ფარქოსაძე მიხეილ მოდებაძე, ნორაირ ასარიანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კლუბი აგრძელებს მუშაობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ.
- გრძელდება სპეციალისტ-კინოლოგების მომზადება როგორც სპორტული მიმართულებით,.ასევე ძალოვანი სტრუქტურებისათვის.
- იძებნება კადრები, თავისი ძაღლებით (სამომსახურეო საქმისთვის).
- ტარდება სხვადასხვა კინოლოგიური ღონისძიებები (შოუები) საშუალო სკოლებსა და სასწავლებლებში.

90-იან წლებში კლუბს ემატება სპეციალისტ-კინოლოგები: ძამუკაშვილი გიორგი, გოგოლაძე მერაბი, ოგანიანი ელენე, ცარციძე მაკა, მოდებაძე ზურაბი, მუნჯიშვილი ბიჭიკო, მალაშხია ნინო, მიქაშავიძე ლიანა, სარქისიანი ჟანა.
1997 წელს საქართველოს ცენტრალური კლუბის ხელმძღვანელის–მიხეილ მოდებაძის მიერ, იქნა გახსნილი პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტულ-საწვრთნელი მოედანი. მის მიერ დაარსებულია “კინოლოგიური სპორტი”, როგორც სპორტის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც 2001 წელს შევიდა საქართველოს რესპუბლიკური სპორტის დეპარტამენტში.
დღეს კინოლოგიური კავშირი არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს სახელით ასპარეზობს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში.
კინოლოგიის განვითარებას სჭირდებოდა ურთიერთობები საერთაშორისო კინოლოგიურ ორგანიზაციებთან, აქედან გამომდინარე, 2001 წლის თებერვალში დაარსდა “საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ-სამომსახურეო კინოლოგიური კავშირი”, წწწ.კინოლოგია.გე
კინოლოგიური კავშირის მთავარი მიზანია, ურთიერთობების გამყარება საერთაშორისო კინოლოგიურ ორგანიზაციებთან, საქართველოს ნაკრების გასვლა სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე.
პირველი მთავარი მოვლენა: საქართველოს კინოლოგიური კავშირი აღიარა საერთაშორისო კინოლოგიურ-სპორტულმა ფედერაცია, რომელმაც კავშირს მისცა უფლება წარადგინოს საქართველოს ნაკრები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში.
სპორტის საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია IFჩშ იქნა დაარსდა 2000 წელს,და მისი მიზნებია, გაერთიანდეს სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად ოფიციალურ დონეზე ჩაატაროს სხვადასხვა შეჯიბრება.
19.06.2004 წელს საქ. პროფ. და მოყვარულთასპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიურმა კავშირმა (პრეზიდენტი:მ.მოდებაძე) ხელი მოაწერა დეკლარაციას საერთაშორისო სპორტულ კინოლოგიურ ფედერაციასთან. http://dogsport.ru/

 

მეორე მთავარი მოვლენა: კავშირის აღიარება მეორე ინტერნაციონალური საერთაშორისო კინოლოგიური კავშირის მიერ. IKU,  http://iku-world.org/
ეს მოვლენა აძლევს უფლებასკინოლოგიურ კავშირს:
• ჩაატაროს საერთაშორისო გამოფენები და შეჯიბრებები საქართველოში;
• საჯიშე ძაღლის საბუთების აღიარება რესპუბლიკის გარეთ.

მესამე მთავარი მოვლენა: 2006 წლიდან ჩვენი კავშირის მსაჯი-ექსპერტები
დიდი ხნის შემდეგ, ექსპერტიზაზ ატარებენ საერთაშორისო გამოფენებზე.

მსაჯი-ექსპერტები:

  • • მოდებაძე მიხეილ;
  • • დარჩაშვილი დავით;
  • • ოყროშიძე ირაკლი;
  • • დარჩაშვილი გიორგი;
  • • ახვერდოვი ვლადიმირ;
  • • ოგანიანი ელენა;
  • • მოდებაძე ზურაბი;
  • • სარქისიანი ჟანა.
  •   გოგოლაძე მერაბი

 

 

მეოთხე მთავარი მოვლენა: კიევში III კინოლოგიურ კონფერენციაზე აღიარეს, რომ კავკასიური ნაგაზის /თართი/ წარმოშობის ქვეყანაა – საქართველო, რაც ნიშნავს, რომ ჯიშის სტანდარტის შეცვლა, საჭიროების მიხედვით, შეუძლია მხოლოდ საქართველოს კინოლოგთა სანაშენო კომისიას.

http://worldkennel.org/

 

 

საქართველოს კინოლოგიური კავშირი აცხადებს

 

   საქართველოს კინოლოგიური კავშირი მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფოთა იმ კინოლოგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც აღიარებული არიან საკუთარ ქვეყანაში როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია. თანამშრომლობა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, შესაძლებელია მოლოდ ერთ ორგანიზაციასთან თითოეულ ქვეყნაში.

   იქედან გამომდინარე რომ,  IKU-ს დღევანდელი ხელმძღვანელობის ქმედებები არ შეესაბამება ქართული კინოლოგიის ინტერესებს. რადგან თანამშრომლობს არაღიარებულ რესპუბლიკებთან, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. აგრეთვე IKU-ს ხელმძღვანელობა ახდენს ძალაუფლების უზურპაციას.

   საქართველოს კინოლოგიური კავშირი აცხადებს: GSSCU-ს პრეზიდიუმის 16.06.20014წ.-ით დათარიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კინოლოგიური კავშირი წყვეტს ხელშეკრულებას და გამოდის საერთაშორისო კინოლოგიური კავშირის    IKU-ს შემადგენლობიდან /მთავარი ოფისი ბულგარეთი ქ. სოფია/;

 

    ტიტულებსა და შეფასებებს რომლებიც მიღებულია IKU-ს  სისტემის გამოფენებზე 16.06.2014წ.-მდე, აქვთ იურიდიული ძალა და აღიარებულია საქართველოს კინოლოგიური კავშირის მიერ.

 

    IKU-ს სისტემის საგვარეულო ნუსხები, აღიარებული იქნება ჩვენი კავშირის მიერ 01.12.2014წ.-მდე.

    საქართველოს კინოლოგიური კავშირი აცნობებს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს და სხვა ქვეყნების კინოლოგოიური ორგანიზაციების ხელმძღვანელობას, რომ ამიერიდან მსოფლიო კინოლოგიური კავშირის WKU-ს ოფიციალური წევრია.

 

/მთავარი ოფისი ქ.კიევი უკრაინა/  http://worldkennel.org/

 

 


ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский