ОКД (წვრთნის ზოგადი კურსი)

საქართველოს პროფესიონალთა და მოყვარულთა სპორტულ-სამოსამსახურეო
კინოლოგიური კავშირი

გამოცდა  წვრთნის საერთო კურსში (აუცილებელი პროგრამა)

Mandatory Training Course /МТС/


თბილისი-2001
მაქსიმალური ქულა -100

მონაწილე ძაღლთან ერთად იმყოფება საწყის მდგომარეობაში – მონაწილე დგას, ხოლო ძაღლი ზის მის მარცხენა ფეხთან.
1 სიარული “გვერდით”. ტრიალი ადგილზე და მოძრობაში მონაწილე აჩვენებს სამ ტრიალს ადგილზე: მარცხნივ, მარჯვნივ და გარშემო თავისუფალ ფორმაში. შემდეგ მსაჯის მითითებით სიარული გვერდით. აღნიშნულ მარშუტზე (კვადრატში): ნახევარი კვადრატი სიარულით, მეორე ნახევარი კი სირბილით. სარგებლობა შეიძლება შემდეგი ბრძანებებით: “გვერდზე”, “დაჯექი”, “სდექ” და ა.შ. ნებისმიერი რაოდენობით.
ჯარიმები: _ ყოველ არ შესრულებულ ტრიალზე _ 5 ქულა,
_ გვერდზე მოძრობისას _ სიარულით ან სირბილით მონაწილესაგან დაცილება 1მ_ზე მეტი მანძილზე – 5 ქულა,
_ თუ ძაღლი დაშორდა მონაწილეს, ხოლო ბრძანებისას ასწორებს მდგომარეობას _ არ ჯარიმდება,
_ ძაღლი ჩამორჩება და მოძრაობს ზანტD_ 5 წულა,
_ ძაღლი არ მოძრაობს გვერდით _25 ქულა .
2. “დაჯექი” “დაწექი’’ “დადექი”.
დისტანციაზე სამი ხაზია. ბოლო ხაზის მიღმა წევს ძაღლი. მსაჯის მითითებით სამი ბრძანება ხმით, სამი ჟესტით. თუ ძაღლმა არ შეასრულა ერთ _Eერთი ბრძანება, ნებადართულია – ბრძანების განმეორება კიდევ ორჯერ. ძაღლმა მუშაობა უნდა დაიწყოს წოლით მდგომარეობაში და დაამთავროს მუშაობა ბრძანებით “დაწექი”.
ჯარიმები: _ თუ ძაღლმა ხაზი გადაკვეთა წინა თათებით _ 5 ქულა,
_ძაღლმა გადაკვეთა მეორე ხაზი წინა თათებით _ 10 ქულა,
_ძაღლმა გადაკვეთა მესამე ხაზი წინა თათებით _ 15ქულა,
_ მესამე ბრძანების შემდეგ ძაღლი არ ასრულებს შემდგომ ბრძანებას _ 25 ქულა.
_თუ ძაღლი უკვე ახლოსაა ხაზის გადაკვეთასთან, ხოლო პატრონმა ბრძანებით დააბრუნა ის თავდაპირველი მდგომარეობის ადგილზე _ არ ჯარიმდება.
3. “მოდი ჩემთან”.
ძაღლმა სწრაფად უნდა მიირბინოს პატრონთან და დაჯდეს მის წინ ან მის გვერდზე შეიძლება შემდეგი ბრძანებების გამოყენება: “მოდი ჩემთან,” “გვერდზე” და “დაჯექი”.
ჯარიმები: _ მექანიკური მოქმედება – 5 ქულა,
4. “ადგილზე.”
“ადგილზე” ბრძანების შემდეგ ძაღლი უნდა გაიქცეს და დაწვეს ადგილზე, სადაც პირობითად დატოვებულია მისი სატარებელი .
ჯარიმები: _ ძაღლი წავიდა ადგილზე ნაბიჯით _ 10 ქულა,
_ძაღლი დაწვა სატარებლიდან 10 მეტრზე მეტი მანძილზე _ 5ქულა,
_ განმეორებით ბრძანება _ არ ჯარიმდება,
_ თუ ძაღლი მესამე ბრძანების შემდეგ არ იმყოფება ადგილზე _ 25 ქულა.
_ მესამე ბრძანების შემდეგ მონაწილესთან არ მოსვლის შემთხვევაში _ 25 ქულა,
_მიდი პატრონთან ნაბიჯით (სიარულით) _ 10 ქულა

5. “ხოხვით”.
ძაღლმა ხოხვით უნდა გაიაროს მანძილი 10 მ-ის ოდენობით. ხოხვა ითვლება, როდესაც ძაღლი მიწას ეხება იდაყვებით.
ჯარიმები: _ ძაღლი მიწას აცილებს იდაყვებს და ბრუნდება საწყის მოდგომარეობაში _ 5 ქულა,
_ მესამე ბრძანების შემდეგ თუ ძაღლი არ მიხოხავს _ 25 ქულა.
შენიშვნა: ინსტრუქტორს არა აქვს უფლება გადაკვეთოს
სასტარტო ხაზი, მაგრამ აქვს უფლება ძაღლს მისცეს ბრძანებები შორი მანძილიდან: დააბრუნოს ძაღლი საწყის მდგომარეობაში მეორე და მესამე ცდისათვის. სარგებლობა შეიცლება ნებისმიერი ბრძანებებით, შეუზღუდავი რაოდენობით.
6.”აპორტი”.
მონაწილე ისვრის აპორტირებელ საგანს, ხოლო 10 წამის შემდეგ ხაზზე მსაჯის განკარგულებით ის უშვებს ძაღლს აპორტირებელი საგნის მოსატანად. ძაღლს მოაქვს აპორტირებელი საგანი მონაწილესთან და აგდებს მის წინ, ან პატრნი იღებს მას თვითონ.
ჯარიმები: _ ძაღლი არ გარბის, მიდის ნაბიჯით, ზანტად მუშაობს _ 10 ქულა,
_ თუ ძაღლმა დააგდო აპორტირებელი საგანი, მაგრამ ბრზანების შემდეგ ისევ აიღო და მოაქვს მონაწილესთან _ არ ჯარიმდება,
_ განმეორებითი ბრძანება არ ჯარიმდება, ხოლო მესამე ბრძანების შემდეგ თუ ძაღლი მაინც არ იღებს აპორტირებელ საგანს _ 25 ქულა.
7. წინააღმდეგობის ზოლი “აჯილიტი”. მაქსიმალური შეფასება _ 50 ქულა. ძაღლმა აუცილებლად უნდა გადალახოს ყველა წინააღმდეგობა დროის განუსაზღვრელად იმ შემთხვევაში, თუ ძაღლი ვერ გადალახავს წინააღმდეგობებიდან ერთ _ერთს მაინც ის ვერ მიიღებს მეორე ან პირველ ხარისხს, იმიტომ რომ “აჯილიტი” მას არ ჩაეთვლება.
ჯარიმები: ნელი და ზანტი მოძრაობებით წინააღმდეგობების გადალახვა _ 10 ქულა.
ხარისხი წვრთნის საერთო კურსში.
ძაღლმა დააგროვა 35 ქულა “აჯილიტის” გარეშე _ ქალაქის ძაღლის ჩათვლა,
ძაღლმა დააგროვა 40 ქულა ‘აჯილიტის “ 50% გადალახვით _ 3 ხარისხი, 

ძაღლმა დააგროვა 60 ქულა + “აჯილიტის” მინიმუმ 40 ქულა -2 ხარისხი
ძაღლმა დააგროვა 80 ქულა + ‘აჯილიტის” მინიმუმ 5 ქულა _ 1 ხარისხი.

საქართველოს კინოლოგიური კავშირი-(ი)ს ფოტო.  

 


ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский