ЗКС(დამცავ-საყარაულო სამსახური)

გამოცდა დამნაშავის დაკავებაში (აუცილებელი პროგრამა)

Defence and Guard  Duty/DGD/
მაქსიმალური ქულა _ 100

თბილისი-2001

მონაწილე გამოდის სტარტის ხაზზე და ძაღლი უჭირავს საყელურით. მოკლე სატარებელი უჭირავს მისთვის სასურველ ხელში. მსაჯის სიგნალის შემდეგ ხაზზე გამოდის “დამნაშავე”, რომელსაც აცვია ხალათი. ის მირბის ძაღლის მიმართულებით აღნიშნულ ადგილამდე, ახორციელებს გასროლას, ბრუნდება და გარბის.
როგორც კი “დამნაშავე” ბრუნდება და გარბის, მონაწილეს აქვს უფლება გაუშვას ძაღლი, რათა მან ის დააკავოს. ძაღლი ეწევა, ახორციელებს დაკავებას. დაკავების დროს “დამნაშავე” ახორციელებს ერთ გასროლას, რის შემდეგაც ის წყვეტს წინააღმდეგობას, წვება და იყუჩება.
ამ მომენტისათვის მონაწილე მირბის დანიშნულ ადგილას და ბრძანებით ან მექანიკური მოქქმედებით აცილებს ძაღლს “დამნაშავეს”. შემდეგ ძაღლთან ერთად მიდის მითითებულ ადგილას, “დამნაშავე” კი დგება მისთვის განკუთვნილ ადგილზე.
ბრძანება “ხელები მაღლა”, ხორციელდება “დამნაშავის” ჩხრეკა, ჩამოერთმევა იარაღი. “დამნაშავე”წვება და არ ინძრევა. მონაწილე ძაღლს აძლევს ბრძანებას “უყარაულე”, თვითონ კი ბრუნდება მითითებულ ადგილას, აბარებს იარაღს და იქ იმყოფება გარკვეულ დროს.
მსაჯის განკარგულების შემდეგ მონაწილე გამოდის “საფარიდან” და მოქმედებს სიტუაციიდან გამომდინარე:
_ თუ დამრღვევი წევს, ძაღლი კი მას დარაჯობს, ამ შემთხვევაში მონაწილე მიდის ძაღლთან:
_ თუ “დამნშავე” გარბის , ძაღლი უნდა გაეკიდოს მას დასაკავებლად. მონაწილე მისდევს ძაღლს დაკავების ადგილზე, რათა მოაცილოს “დამნაშავეს.”
შემდეგ მიმდინარეობს კონვოირება მსაჯამდე.მონაწილეს მიყავს ძაღლი მოკლე სატარებელით და ტოვებს მოედანს.
საჯარიმო ქულები:
_ ძაღლი არ ამჟღავნებს ძლიერ დაკავებას, ფლეგმატურია, ზანტია და არ ინტერესდება მუშაობით _40 ქულა,
_ ძაღლმა დააკავა “დამნაშავე” წელის არეში და ქვემოთ _ 20 ქულა,
_ შიშის გასროლის შემდეგ:
ძაღლი უშვებს “დამნაშავეს” და შემდეგ ისევ უტევს _ 25 ქულა
ძაღლი უშვებს “დამნაშავეს” და ახლიდან აღარ უტევს _ იხსნება გამოცდიდან _ ძაღლის მოცილება მექანიკური ზემოქმედებით _ 5 ქულა,
_ ყოველი ხელმეორე მცდელობა ჩხრეკვისას _ 5 ქულა, (ხელმეორე მცდელობაა როდესაც ძაღლი წვდება “დამნაშავეს”, სანამ მონაწილე დაამთავრებს მის ჩხრეკვას მონაწილეს ნებისმიერი მეთოდით გაჰყავს ძღლი განკუთვნილ ადგილას)
_ ძაღლი მესამე ცდის შემდეგაც არ მისცა ჩხრეკვის ჩატარების საშუალება_ 25 ქულა
_ ძაღლი არ ყარაულობს “დამნაშავეს” _ 25 ქულა (განმეორებითი ცდები არ არის)
_ ძაღლი არ კონვოირებს “დამნაშავეს” _ 10 ქულა (განმეორებითი ცდები არ არის)
_ ძაღლი არ აკავებს “დამნაშავეს” გაქცევისას _ იხსნება გამოცდიდან.

 

საკუთარი ნივთის არჩევა (მაქსიმალური ქულა _ 50)
მონაწილე ძაღლთან ერთად იმყოფება სტარტზე, ტოვებს ძაღლს ხაზზე და მიდის მსაჯთან, იღებს საგანს, უჭირავს ხელში ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ დამხმარე დებს ამ საგანს კვადრატში, სადაც მოთავსებულია ბევრი ერთნაირი საგანი. ერთი წუთის შემდეგ იწყება ძებნა.
მეორე ცდა არ არის. ზანტი, ნელი მუშაობა _ ჯარიმა 20 ქულა. შესაძლებელია შემდეგი ბრძანებების გაცემა (სანამ ძაღლი შევა კვადრატში): ეძებე, დაყნოსე, ჩემთან და აპორტი. ნივთის ძებნაზე დაშვვებულია მაქსიმუმ 1 წუთი.
თუ ძაღლი გავიდა კვადრატის ფარგლებს გარეთ და აგრძელებს ძებნას _ არ ჯარიმდება.
ძაღლი გავიდა კვადრატიდან არ ეძებს (უბრალოდ დარბის, დადის და ა.შ.) და 5 წამში არ დაბრუნდა და არ დაიწყებს ძებნას _ მოიხსნება გამოცდიდან.

ხარისხი საყარაულო-დაცვის სამსახურში
ძაღლმა დააგროვა 50-დან 100 ქულამდე და ვერ მოახერხა არჩევა _ ქალაქის ძაღლის ჩათვლა.
ძაღლმა დააგროვა 50_დან 70 ქულამდე და მოახერხა არჩევა (მინიმუმ 30ქულა) – III ხარისხი.
ძაღლმა დააგროვა 75-დან 10 ქულამდე და მოახერხა არჩევა (მინიმუმ 30ქულა) -  II ხარისხი.
ძაღლმა დააგროვა 75-დან 100 ქულამდე და მოახერხა არჩევა (მინიმუმ 5 ქულა) – I ხარისხი.

 


პატრონის დაცვა, ორი თავდამსხმელის დაკავვება.
მაქსიმალური _ 100
მონაწილე სტარტზე აჯენს ძაღლს. მსაჯის სიგნალის შემდეგ სტარტის მიმართულებით გარკვეულ მანძილზე ერთმანეთისგგან მოძრაობენ “დამნაშავეები”  1 და  2. 6 - 7 ნაბიჯის შემდეგ “დამნაშავები” ჩერდებიან და ისვრიან თითოჯერ მონაწილისა და ძაღლის მიმართულებით. მონაწილე უშვებს ძაღლს ერთ _ ერთი მათგანის დასაკავებლად (ნებისმიერის). ძაღლი ახორციელებს დაკავებას, ხოლო “დამნაშავე” ისვრის ორჯერ ჰაერში. ძაღლი არ უნდა შეშინდეს. “დამრღვევი” წვება მიწაზე სახით ქვევით და არ ინძრევა. ამ დროს “დამრღვევი” 2 (რომელიც ამ ხნის განმავლობაში იდგა გაუნძრევლად) ისვრის ორჯერ და გარბის პატრონის მიმართულებით. ძაღლი უნდა გადაერთოს მეორე “დამრღვევზე” და აარიდოს თავდასხმა პატრონზე. როდესაც ძაღლი სწვდება მეორე “დამრღვევს”, ის უნდა დაწვეს და შრწყვიტოს წინააღმდეგობის გაწევა. მხოლოდ ამის შემდეგ მონაწილეს აქვს უფლება მოაცილოს ძაღლი ბრძანებით ან მექანიკური მოქმედებით “დამრღვევს”. შემდეგ მონაწილე და “დამრღვევები”დგებიან თავიანთ ადგილზე (ცარცით შემოხაზულია)და მონაწილე ახორციელებს ჩხრეკვას.
მონაწილის მოქმედება:
დააწვინოს პირველი დამრღვევი, დატოვოს მის სადარაჯოდ ძაღლი, ხოლო მეორე წაიყვანოს მსაჯთან, ჩააბაროს ჩამორთმეული იარაღი, შემდეგ მონაწილე იმალება სარდაფში 10 წამით. შემდეგ  მსაჯის განკარგულებით “დამრღვევი’ ნელ_ნელა დგება და გარბის. ძაღლმა მაშინვე უნდა შეაწყვეტინოს  მას მოძრაობა. თუ ძაღლი არ აქცევს ყურადღებას “დამრღვევს”, რომელიც მას სცილდება, ან საერთოდ გავიდა გვერდზე, სადაც დამალულია მონაწილე, მონაწილე ეხმარება ძაღლს ბრძანებით დააკავოს დამრღვევი, თვითონ მისდევს ძაღლს, დაკავების შემდეგ გამოჰყავს ძაღლი ნებისმიერი მეთოდით და მსაჯის თანხმობით ტოვებს მოედანს.
ჯარიმები
_ ჩაჭიდების არ ქონა დამრღვევისადმი შიში _ იხსნება შეჯიბრებიდან.
_ შიში გასროლისადმი _ 50 ქულა, 
_ 2 დამრღვევიდან ძაღლის მოცილება მექანიკური ზემოქმედებით _ 5 ქულა, 
_ სუსტი დაკავება, ზანტი მუშაობა (ფლეგმატური) _ 20 ქულა,
_ ჩაჭიდების დროებითი შეწყვეტა (გასროლის დროსაც) _ 10ქულა, 
_ ძაღლი საერთოდ არ გადაერთო მეორე “დამრღვევზე”, არ დაიცვა პატრონი 10 წამის განმავლობაში _ 25 ქულა,
_ “დამრღვევსა” და პატრონს შორის მიმდინარეობს შეტაკება, ხოლო ძაღლმა 10 ქმის განმავლობაში მოახერხა პატრონის დაცვა _ 5 ქულა,
_ ძაღლი ხელს უშლის ჩხრეკვის ჩატარებას, ეცემა “დამრღვევს” _ 5 ქულა ყოველ ცდაზე (დაშვებულია სამი ცდა),
_ ძაღლი არ ძლევს ჩხრეკვის ჩატარების საშუალებას _ 25 ქულა,
_ ძაღლი ვერ იმორჩილებს თავს (ეცემა მწოლიარე “დამრღვევს” და ჯიჯგნის მას _ 5 ქულა ყოველ ცდაზე. დაშვებულია 3 ცდა),
_ ძაღლი ტოვებს დაწოლილ “დამრღვევს” და გარბის პატრონისკენ: თუ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას დამრღვევს, რომელიც დგება _ 25 ქულა,
_ თუ მაინც ბრუნდება და ეწევა დამრღვევს _ 15 ქულა.
_ თუ ძაღლი დარაჯობს დამრღვევს, მაგრამ მისცა საშუალება ამდგარიყო ფეხზე (ძაღლის უყურადღებობა) _ 15 ქულა.
შენიშვნა: ბოლო ეტაპზე მონაწილეს შეუძლია მოაცილის ძაღლი დმრღვევს მექანიკური მოქმედებით ( არ ჯარიმდება) და აღარ აუშვას საფარებლიდან.

გამარჯვებულების ტიტულები


საქართველოს ჩემპიონატის:
1. ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ _ სამოსამსახურეო კონპლოგიური მრავალჭიდის აბსოლუტური ჩემპიონი.
2. ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავლჭიდის ვერცხლის პრიზიორი.
3. ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ_ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის ბრინჯაოს პრიზიორი.
4.ადგილი _ საქართველოს ჩემპიონატის სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის პრიზიორი

2.საქართველოს თასის:
1.ადგილი _ სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თასის მფლობელი.
2.ადგილი _ სპორტულ_ სამომსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თსის ვერცხლის პრიზიორი.
3.ადგილი _ სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თასის ბრინჯაოს პრიზიორი.
4.ადგილი _ სპორტულ _ სამოსამსახურეო კინოლოგიური მრავალჭიდის საქართველოს თასის


ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский