მოკლებეწვიანი

                               

                                       
          
თართი / კავკასიური  ნაგაზი/   - დიდი სამწყემსო, მცველი ძაღლი

                                                               /მოკლებეწვიანი
 

                                                      სტანდარტი კოდი /WKU/ 1.29.2

წარმოშობის ყვეყანა  საქართველო 
/WKU-მესამე  კონფერენციის  გადაწყვეტილება  10.01.2013 წელი . კიევი უკრაინა/

   მოკლებეწვიანი /კავკასიური ნაგაზი/ თართი - უძველესი სამწყემსო ჯიშია. რომელიც დღემდე წარმატებით გამოიყენება როგორც სამწყემსოდ ისე დაცვითი სამსახურისათვის. ეს არის მძლავრი აგებულების, სწორი ანატომიური პროპორციებისა და გაწონასწორებული ნერვული სისტემის მქონე ძაღლი. აქვს მოკლე, მაგრამ ხშირი ბეწვი, კარგად განვითარებული თივთიკით. არ არის მომთხოვნი შენახვის პირობების მიმართ და კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. გამოირჩევა პატრონის ეთგულებით, კარგად ეგუება ბავშვებს და ოჯახის წევრებს. უნდობია უცხოთა მიმართ. გააჩნია უზრმაზარი ძალა და ფიზიკური ამტანობა. იგი საკმაოდ საზრიანია და შეუძლია დამოუკიდებელი მოქმედება. ეს არის ამაყი, საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი, რაც მის მოძრაობაშიც იგრძნობა. საჭიროებს ადრეული ასაკიდან წვრთნას. თართი /TARTY/ საუკეთესო სამუშაო თვისებების მქონე ჯიშია, იგი შეუცვლელია თავის საქმეში.      


კონსტიტუციის ტიპი: მყარი, მყარი-უხეში.
ქცევის ტიპი: გაწონასწორებული მობილური. /სანგვინიკი/
ალური: აჩქარებული ჩორთი და მძიმე მაგრამ სწრაფი ნავარდი..
გაჭიმულობისინდექსი: ხვადებში 102 - 108, ძუებში 105 – 110.
ძვალოვანი სტრუკტურის ინდექსი: ხვადებში 20 - 22, ძუებში 18 – 20.
სიმაღლე მინდაოში: ხვადებში 65 - 75სმ. ძუებში 60- 70სმ. პროპორციული აგებულების შემთხვევაში დასაშვებია უფრო მეტი სიმაღლე.
სიმაღლე გავაში: 1 - 2.0სმ. ნაკლები მინდაოსთან შედარებით.
შეფერილობა: მრავალგვარი: წითური, ჩალისფერი, ვეფხვისებური, მურა, ჭრელი, ლაქოვანი, თეთრი, ზონარულ-რუხი, ზონარულ-წითური, სხვა და სხვა ელფერით.
ბეწვი: სწორი, უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით. დინგზე და კიდურების წინა მხარეს თმა მოკლეა და მჭიდროდ არი აკრული. ბეწვის სიგრძე ვარირებს 4 დან 7სმ. მდე.
ძვალოვანი სტრუკტურა: მყარი, მასიური. კარგად განვითარებული რელიეფური მუსკულატურით.
ტყავი: სქელი და ელასტიური.
თავი: მასიური, თავის ქალის ნაწილში განიერი, ძლიერად განვითარებული ყვრიმალებით. შუბლი რამდენადმე ამოზნექილია შუბლის კუნთების ხარჯზე, შუბლიდან დინგზე გადასვლა არ არის მკვეთრად გამოხატული. დინგი შუბლის სიგრძესთან შედარებით რამდენადმე მოკლეა, სოლისებური და მკვეთრად ჩამოჭრილი. ტუჩები სქელი, ყბებზე მჭიდროდ შემოჭდობილი. ცხვირი განიერი შავი, თეთრ და ღიაჩალისფერ ძაღლებს შესაძლოა ცხვირის ყავისფერი შეფერილობა ჰქონდეთ. ყურები ჩამოყრილი, მაღლა დასმული. ყურების კუპირება ხდება ლეკვობის დროს. თავის სიგრძე მინდაოში სიმაღლის 40%ის ტოლია.
თვალები: მუქი, მცირე ზომის, ოვალური ფორმის, ღმად ჩასმული. მუქი, მშრალი, მოჭიმული ქუთუთოებით.
კბილები: დიდი, თეთრი, სრულ კომპლეკტში. თანკბილვა მაგრატლისებური. ნებისმიერი გადახრა დაუშვებელია.
კისერი: არა გრძელი, მძლავრი, დასმულია 35 – 40 გრადუსიანი კუთხით. კისრის სიგრძე თავის სიგრძის ტოლია ან ოდნავ მოკლე.
მკერდი: განიერი, ღრმა. მკერდის ქვედა ნაწილი ჩერდება იდაყვის სახსრის დონეზე ან ეშვება მის ქვემოთ.
მინდაო: განიერი, დაკუნთელი, მკვეთრად გამოიყოფა ზურგის ხაზზე.
ზურგი: განიერი, სწორი, დაკუნთული.
წელი: მოკლე, განიერი, რამდენადმე ამოზნექილი.
გავა: გრძელი, განიერი, დაკუნთული. თითქმის ჰორიზონტალურად დამდგარი.
მუცელი: ზომიერად აკრეფილი.
მხრები: კარგად განვითარებული, ძლიერი მუსკულატურით, მხარ–ბეჭის სახსრის კუთხე უახლოვდება 100გრადუსს. წინამხრები მასიური, სწორი, მკერდის დონის პარალელურად განთავსებული. მაჯები განიერი და მყარი. მსხვილი მასიური მტევნები დასმულია მცირე დახრით.
უკანა კიდურები: თეძოები გვერდიდან დათვალიერებისას: განიერი, კარგად განვითარებული მუსკულატურით. წვივების სიგრძე, თეძოების სიგრძეს უტოლდება ან ოდნავ მოკლეა. სახტომი სახსრის კუთხეები კარგად არის გამოხატული. ტერფები მოკლე შვეულად დადგმული, უკნიდან დათვალიერებისას კიდურები პარალელურია.
თათები: ოვალური ფორმის, კოშტად შეკრული.
კუდი: მაღლა დასმული, სიგრძით სახტომ სახსარს წვდება. ეშვება კაუჭად, აკეცილია: ნამგლისებურად ან რგოლად. 

ნაკლოვანებები

–მსუბუქი ან ფაშარი აგებულება, ღარიბი ძვლოვანი სტრუკტურა, კვადრატული ან ძალზედ გაჭიმული კორპუსი, გამოკვეთილი ღაბაბი.
თავი: – პატარა, მსუბუქი, კორპუსთან არაპროპორციული. გამობურცული შუბლი, დახრილი კეფა. გრძელი, მსუბუქი, ძალზედ წამახული, ძლიერ აპრეხილი ან დაშვებული დინგი, სუსტი ქვედაყბა. შუბლიდან დინგზე მკვეთრად გამოხატული გადასვლა. ტყავის ნაოჭები თავზე, ლაშები, ლოხი, ჩამოშვებული ქუთუთოები.
თვალები: ძალიან დიდი, გამობურცული, ძალზედ ღია ფერის. ჩამოშვებული ქუთუთოები, ზედმეტად განვითარებული მესამე ქუთუთო.
კბილები: პატარა, იშვიათი. ძლიერად დაზიანებული კბილები.
ბეწვი: რბილი, ტალღოვანი, ძალიან მოკლე ბეწვი.
კისერი: მაღლადასმული ან დაბლადასმული.
ზურგის ხაზი: წვრილი, ჩაღუნული ან კუზიანი ზურგი.
წელი: ვიწრო, გრძელი, კუზიანი ან ჩაღუნული წელი.
გავა: ვიწრო, მოკლე, მკვეთრად დახრილი გავა.
მკერდი: განუვითარებელი, ბრტყელი, ვიწრო, პატარა, მოკლე მკერდი.
კიდურები: სწორი ან წამახული მხრები, მოკლე, გამრუდებული ან წვრილი წინამხრები, სუსტი მტევნები, სუსტი იდაყვები. ხმლისებურობა, გამოხატული მაღალგავიანობა, ზომაზე მეტად გამოკვეთილი ან გასწორებული კუთხეები. ძლიერად გადაწელილი დგომი, სუსტი იოგები. კიდურების ვიწრო დგომი.
თათები: ბრტყელი, მოშვებული თათები.
მოძრაობა: ჯიშისათვის არატიპიური ზედმეტად გაშლილი მოძრაობა. შეკრული მძიმე მოძრაობა. მაღალგავიანობა მოძრაობაში. არაბალანსირებული მოძრაობა. არაკორეკტირებადი იორღა.
სიმაღლე: სიმალე მინდაოში ხვადებისათვის 65სმ–ზე დაბალი, ძუებისათვის 60სმ–ზე დაბალი. 

დისკვალიფიკაციო ნაკლოვანებები
– სიმხდალე, ხოლერიკულობა, უმართავი აგრესიულობა.
– ხვადები ძუს ტიპაჟით.
– ყველა გადახრა მაგრატლისებური თანკბილვისაგან.
შეფერილობა: – შავი [ გარდა შავი ნიღბისა], ღვიძლისფერი, /ყავისფერი/ შეფერილობა მათი ყველა ვარიაციით.
კუდი: დაბლადასმული, თანდაყოლილი კუდა.
 –კრიპტორხიზმი ცალმხრივი და ორმხრივი.

 
   
   
   

 


ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский