ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი მართვის წესი

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-108

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების ( ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი  

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2669685?publication=0 

5 1. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:

ა) სათანადო კვება და დაწყურვება: ბ) ფიზიკური აქტივობა; გ) სანიტარიული ზედამხედველობა; 

დ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება;  ე) მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.

2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე. 

3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.                                                                                

4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.                                                                                                                

5. აკრძალულია ცხოველების  საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.                                   

6. ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).  ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:                                                                                                                                                                        

 ) უზრუნველყოსცხოველისიდენტიფიკაციისშესაძლებლობა.  იდენტიფიკაციაშეიძლებაგანხორციელდეს   სამიძირითადიმეთოდითმიკროჩიპირებით, ტატუირებითან/დასპეციალურიყელსაბამით.

 იდენტიფიკაციის ეს მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად, ისე კომბინირებულად.                                                                                                                                         იდენტიფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს:                                                                                                        ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.  ამასთან პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მას უსასყიდლოდ;                                                                                                      

) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;                        

) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება; 

) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;                                      

) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარიულ სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე; 

) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკას;                                      

ზ) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;                                                                                               

) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.                                                                                                                                        

8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.  მუხლი  6. ქ. თბილისში ცხოველთა პოპულაციების მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო

1. ქ. თბილისში ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია უშუალოდ საქალაქო სამსახურის, მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ან კანონმდებლობით დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მეშვეობით. 

2. უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება: 

) უპატრონო და უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;                                                                                                                                                                     ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;

გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;                                                                           

) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;                                                                                                                                                      

) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 30.11.2021, 15:55 ქ. თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ   4/5 მუხლი                                                                                                       

 7. ცხოველთა თავშესაფარი                                                                                                                                                              

1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.                                                                                                                                                                

2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.                                 

3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე. მუხლი                                                                                                                                             

8. უპატრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია                                                                                               

1. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობის მიზნით – მოახდინოს მათი დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარიული ზედამხედველობის განხორციელება. დაუშვებელია ცხოველთა დაჭერა მათთვის ტკივილის, ტანჯვისა თუ სტრესის მიყენების გზით. 

2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზაციისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ა) ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველისათვის სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიების ან მათი თავშესაფრისათვის გადაცემის მიზნით.                                                                                                                           

3. თავშესაფრიდან ახალი მეპატრონისა თუ მეთვალყურისთვის გადასაცემი ნარევი ჯიშის უპატრონო ცხოველები ექვემდებარებიან ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზებას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით

                                           ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

                                       დადგენილება №7-28

                                                               2015 წლის 6 აპრილი   ქ. თბილისი


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ


საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მეორე პუნქტის "რ" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების  

(ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის  

და მათი პოპულაციების მართვის წესი, დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ.თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-108 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


გთხოვთ გაეცნოთ:

ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს                                      გიორგი ალიბეგაშვილი
თავმჯდომარე




ფოტოგალერეა

კონტაქტი

მისამართი:115 აღმაშენებლის გამზ, თბილისი
Tel:790-95-38-21
E-mail: kinologia.ge@mail.ru

Content

ქართული


English


Русский